რესტორანი ძველი მეტეხი
რესტორანი “ძველი მეტეხი” გაიხსნა 2000 წლის იანვარში რესტორანმა მალევე დაიმკვიდრა თავი წამყვან რესტორნებს შორის ვინაიდან მას სათავეში ჩაუდგა პროფესიონალი პერსონალი რომლებმაც უზრუნველყვეს კულინარიის უმაღლესი დონე და მომსახურების მაღალი კლასი.რესტორანმა უზრუნველყო ყოველგვარი საბანკეტო სისტემის თითქმის ყველა სფერო როგორც ტრადიციული ქართული სუფრა ასევე ალაფურშეტი, ლანჩი და კოფებრეიკი.
ამიტომაც რესტორნის კონტიგენტი უმაღლესი დონისაა უმეტესად რესტორანში შემსვლელი უცხოელია მაგრამ არც ქართული ელიტის წარმომადგენლობის ნაკლებობას განიცდის, ხშირად იმართება მთავრობის მიერ დაგეგმილი ბიზნეს ლანჩები და ვახშამი.

რესტორანს  აგრეთვე გააჩნია ძველი თბილისის არაჩვეულებრივი ხედი რესტორნის ძირში მიედინება მტკვარი, რესტორნის ვერანდიდან მოსჩანს ნარიყალა და თქვენს თვალწინ იშლება ძველი თბილისის ისტორია.

რაც შეეხება მენიუს, მენიუ ქართულ-ევროპულია რესტორანი ორიენტებულია ადგილობრივი პროდუქტების მოხმარებაზე ამიტომ რესტორანში მომზადებული კერძები გამოირჩევა მაღალი საგემოვნო თვისებებით ამიტომ აქ ჩამოსული სტუმრები აღფთოვანებას ვერ მალავენ ადგილობრივი პროდუქტებისგან მომზადებული კერძების გასინჯვის შემდეგ.

რესტორან "ძველ მეტეხში" დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს აგრეთვე მუსიკალური პროგრამა რომელიც საღამოს 19:00 საათიდან იწყება,თქვენს გართობაზე ზრუნავენ დუეტი საქსაფონისტისა და პიანისტის შესრულებით,მომღერალი მრავალფეროვანი სიმღერებით და რაც მთავარია ცეცხლოვანი ქართული ტრადიციული ცეკვებით რომლის ყურება გულგრილს ნამდვილად არ დაგტოვებთ, მუსიკალური პროგრამის დასრულების შემდეგ ვითვალისწინებთ აქტიური სტუმრების მოთხოვნას და 23:00 დან ღამის 01:00 საათამდე პროგრამას დავუმატეთ ლაზერ-შოუ დიჯეის თავბრუსდამხვევი პროგრამით,რომელიც ისედაც ამაღლებულ განწყობას უფრო მრავალფეროვანს ხდის.ცეკვა დაღლამდე "დიჯეი ზუდავი"

რესტორანი “ძველი მეტეხი” ყოველ ახალი წლის ღამით იწვევს  გამოჩენილ მომღერელებს და შემსრულებლებს და ამიტომ საახალწლო პროგრამა ყოველთვის მრავალფეროვანია და შთამბეჭდავია.

რესტორანი “ძველი მეტეხი” არასდროს ჩამორჩება იმ  პროგრესს რომელიც ქვეყანაშია და ამავდროულად ამ სფეროში ყოველთვის იზრუნებს განვითარებაზე და არასდროს მოაწყენს თავს ერთფეროვნებით.

რესტორანი “ძველი მეტეხი” მუდმივად იქნება თქვენს სამსახურში იზრუნებს თქვენზე და თქვენი სტუმრების სრულფასოვან გართობა დასვენებაზე.

მობრძანდით და თავად დარწმუნდებით ჩვენი შემოთავაზებით.

პატივისცემით რესტორანი “ძველი მეტეხი”-ს დირექტორი  ნუგზარ მაჭარაშვილი